კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი რეალის აკადემიაში გადავა
კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა ვაჟმა, რეალ მადრიდის აკადემიაში ვარჯიში ჩაატარა - 15 წლის ფეხბურთელი, სამეფო კლუბის აკადემიაში გადასვლას გეგმავს, მან 16-წლამდელთა გუნდთან ერთად ივარჯიშა.
კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდის, ალ ნასრის აკადემიაში ირიცხება - მამამისმა ამ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში გააფორმა.
ალ ნასრში გადასვლამდე, უმცროსი რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედისა და იუვენტუსის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ ჯუნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, გასული წლის მაისში, პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს - მისი დებიუტი 15-წლამდელთა ნაკრებში ვლატკო მარკოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, იაპონიის წინააღმდეგ შედგა, შემდგომში მან 17-წლამდელთა გუნდშიც ითამაშა.
Cristiano Ronaldo’s eldest son trained with Real Madrid’s academy on Tuesday with a view to joining the youth ranks in the near future.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) March 25, 2026
More from @MarioCortegana https://t.co/UaGCTgo1gT