Belive

ცნობილია, რა თანხას მიიღებს მოურინიო ფენერბაჰჩეში ხელფასის სახით

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფენერბაჰჩეს'' ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წლიური ანაზღაურება თურქულ გუნდში 10,5 მილიონი ევრო იქნება.

61 წლის სპეციალისტმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, ჟოზე 2 სეზონში 21 მილიონ ევროს მიიღებს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პორტუგალიელ მწვრთნელს მიზნად თურქეთის სუპერლიგის მოგება დაუსახეს, რაც ,,ფენერბაჰჩემ'' ბოლოს 2013-2014 წლების სეზონში შეძლო.

მოურინიო ბოლოს ,,რომაში'' მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ,,ჯალოროსიმ'' კონფერენს ლიგა მოიგო და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები