Belive

ცნობილია, რა თანხას მიიღებს ამორიმი მანჩესტერისგან კომპენსაციის სახით

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბენ ამორიმი გაათავისუფლა.

TalkSPORT-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი წითელი ეშმაკებისგან კომპენსაციის სახით 10 მილიონ ფუნტს მიიღებს.

2024 წლის ნოემბერში იუნაიტედს ამორიმის მწვრთნელად დანიშვნის გამო, ლისაბონის სპორტინგისთვის 9.6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია, მისი ხელფასი კი მანჩესტერში 6.7 მილიონი ფუნტი იყო.

ამორიმს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მისი ხელმძღვანელობით იუნაიტედმა სულ 63 მატჩი ჩაატარა, 24 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა, 21-ში კი დამარცხდა.

  • მანჩესტერ იუნაიტედის გუნდიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, კომპენსაციებში უკვე 65 მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული. წითელმა ეშმაკებმა ყველაზე დიდი თანხა (20 მილიონი ფუნტი) ჟოზე მოურინიოს გადაუხადეს.

სხვა სტატიები