ტენ ჰაგი რონალდუზე: "მან გუნდი დააღალატა"
ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსთან ძველი დაპირისპირება გაიხსენა. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მწვრთნელმა, მასსა და პორტუგალიელს შორის, დაძაბულობის ახალი დეტალები გაამჟღავნა. ნიდერლანდელი მწვრთნელის თქმით, რონალდუ ვერ აკმაყოფილებდა იმ ფიზიკურ და ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც ის მოთამაშეებისგან მოითხოვდა, თუმცა 56 წლის სპეციალისტმა აღიარა, რომ კრიშტიანუ, ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა.
ტენ ჰაგი "ოლდ ტრაფორდზე" 2022 წლის ზაფხულში მივიდა. პირველივე სეზონში მან ინგლისის ლიგის თასი მოიგო, 2024 წელს კი, ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლა. იმავე წლის ოქტომბერში კი, კლუბმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. "The Athletic"-თან საუბრისას, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდუსთან კონფლიქტის კულუარული დეტალები გაიხსენა.
მან გუნდი დააღალატა და მეც გამიცრუა იმედი. სეზონისთვის მზადებას მასთან ერთად ვგეგმავდით. პორტუგალიაში ჩავედი, რათა მასთან იმ მიზნებზე მესაუბრა, რომელთა მიღწევაც მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად მინდოდა. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და დიდ პატივს ვცემდი, თუმცა, როგორც მწვრთნელს, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და იმ ფეხბურთელებს დავყრდნობოდი, რომლებიც გუნდისთვის ყველაზე შესაფერისად მიმაჩნდა. - ერიკ ტენ ჰაგი
ტენ ჰაგის თქმით, ვარსკვლავის სტატუსი არც ერთ ფეხბურთელს არ ათავისუფლებს გუნდური პასუხისმგებლობისგან. როგორც ნიდერლანდელი აღნიშნავს, რონალდუ ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. მისი შეფასებით, სირთულეები იმ ფეხბურთელების მენტალიტეტსაც უკავშირდებოდა, რომელთათვისაც, ფეხბურთი მთავარი პრიორიტეტი არ იყო. ეს კი, მანჩესტერ იუნაიტედში, იმ სტანდარტების დამკვიდრებას ართულებდა, რომელთა დანერგვასაც ნიდერლანდელი სპეციალისტი ცდილობდა.
🚨 Erik ten Hag: “Cristiano Ronaldo let the team down, and he let me down, because we planned with him”, told @TheAthleticFC.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 20, 2026
“I flew out to Portugal to speak with him about what I was aiming for before I came to United”.
“He’s one of the best in history. I respected him a lot.… pic.twitter.com/wrU5ga9edz