ცნობილია, რა შემთხვევაში გაუშვებს რეალი ვინისიუსს არაბულ გუნდში
,,ალ აჰლი'' ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. Marca-ს ინფორმაციით, არაბულმა გუნდმა წინადადებით მადრიდის ,,რეალს'' უკვე მიმართა.
როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ,,სამეფო კლუბის'' პოზიცია ასეთია - ბრაზილიელი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ,,ალ აჰლი'' მის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას - 1 მილიარდ ევროს გადაიხდის.
თავის მხრივ, არაბები ვინისიუსს 5-წლიან ხელშეკრულებასა და სეზონში ხელფასის სახით 250 მილიონ ევროს სთავაზობენ, რითაც ის ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 24 წლის გარემარბის ამჟამინდელი ხელფასი 20 მილიონი ევროა.
ვინისიუსმა გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
💸 El club árabe ya habría ofrecido una cantidad por Vini superior a la de su tasación de mercado: unos 200 millones
— MARCA (@marca) August 13, 2024
👉 Se espera que en los próximos días presente una propuesta formal
⚪️ El Real Madrid se mantiene firme en la cláusula del jugador: 1.000 millones de euros 🔥 pic.twitter.com/RLP3Xde03n