Belive

ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს სადიო მანე ბაიერნში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელი, სადიო მანე ახალ გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას ,,რეკორდმაისტერის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,17 ნომერი ავირჩიე და მიზნად დავისახე, რომ ამ ნომრით ბაიერთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო. მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყებას ახალ თანაგუნდელებთან ერთად მოუთმენლად ველი,'' - განაცხადა მანემ.
17-ნომრიანი მაისურით ,,ბაიერნში'' აქამდე ჟერომ ბოატენგი, მარკ ვან ბომელი, ტორსტენ ფინკი და კრისტიან ციგე თამაშობდნენ. მანე ,,ლივერპულში” 2016 წელს ,,საუთჰემპტონიდან'' გადავიდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. 22 ივნისს ,,ბაიერნმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სენეგალელმა მიუნხენურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები