Belive

წლის წარუმატებელი აღნიშვნა - პატსონ დაკა მძიმე ტრავმას სასწაულებრივად გადაურჩა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ერთა თასზე მალი ზამბიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის ავტორი პატსონ დაკა გახდა.

27 წლის შემტევმა გოლი 92-ე წუთზე გაიტანა და ზამბიას ქულა გადაურჩინა, თუმცა აღნიშვნისას მძიმე დაზიანებას სასწაულებრივად გადაურჩა. ზამბიის საფეხბურთო ნაკრების სამწრთნელო შტაბი ეჭვობს, რომ დაკას შესაძლოა კისრის დაზიანება ჰქონდეს, რის გამოც სამედიცინო შემოწმებაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები