შეიძლება თუ არა, რომ სენეგალს ტიტული ჩამოერთვას?
FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, დაგმო კვირას აფრიკის ერთა თასის ფინალში მომხდარი „მიუღებელი“ სცენები.
მატჩის 98-ე წუთზე (ანგარიში 0:0 იყო), სენეგალელებმა, მათ კარში დანიშნული პენალტი გააპროტესტეს და მოედანი დატოვეს (92-ე წუთზე სენეგალის ნაკრებს გოლიც გაუუქმეს) - რამდენიმე წუთით, მინდორზე მხოლოდ მაროკოს ნაკრები დარჩა. სენეგალი თამაშს მაინც დაუბრუნდა და ბრაჰიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა ('პანენკას' სტილში, შუაში დაარტყა, ედუარდ მენდი მზად დახვდა). დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლით, სენეგალმა აფრიკის თასის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
¡¡LO NUNCA ANTES VISTO EN TODA LA HISTORIA DEL FÚTBOL MUNDIAL!!
— Invictos (@InvictosSomos) January 18, 2026
➤ Primer acto: le anularon un gol a Senegal en el agregado del tiempo regular.
➤ Segundo acto: le marcaron un polémico penal a Marruecos en el último minuto del agregado del tiempo regular.
➤ Tercer acto:… pic.twitter.com/geON4oNcpJ
ჩვენ ვიხილეთ მიუღებელი სცენები მოედანზე და ტრიბუნაზე - მკაცრად ვგმობთ ზოგიერთი „გულშემატკივრის“, ასევე სენეგალელი ფეხბურთელებისა და ტექნიკური პერსონალის წევრების ქცევას.
მიუღებელია სათამაშო მოედნის ასეთი სახით დატოვება და ასევე, ჩვენს სპორტში ძალადობა არ შეიძლება იყოს ტოლერანტული, ეს უბრალოდ არასწორია. - განაცხადა ჯანი ინფანტინომ
ინფანტინოს ამ განცხადებას თან დაერთო მაროკოს ნაკრების საჩივარიც, ტურნირის მასპინძლები იმედოვნებენ, რომ სენეგალს აფრიკის კონტინენტის ტიტული ჩამოერთმევა. რეალურად, სენეგალმა, ტურნირის წესი დაარღვია და მოედანი გაუფრთხილებლად დატოვა - CAF-ის წესების თანახმად, გუნდები, რომლებიც მოედანს საკუთარი ნებით ტოვებენ, ტურნირიდან დისკვალიფიკაციის რისკის ქვეშ არიან.
წესებში გაწერილი 64-ე მუხლის თანახმად, თუ გუნდი „უარს იტყვის თამაშზე ან მოედანს მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე დატოვებს (მსაჯის ნებართვის გარეშე), ის დამარცხებულად ჩაითვლება და გაირიცხება მიმდინარე შეჯიბრიდან. ზუსტად ეს არ მომხდარა აფრიკის თასის ფინალის დროს - სენეგალს მოედანზე დაბრუნების და თამაშის გაგრძელების უფლება მიეცა, ასე რომ, მათ შეიძლება გაუმართლოთ და წესის დარღვევაში არ დაადანაშაულონ.