Belive

წლის საუკეთესო მეკარეებს შორის გიორგი მამარდაშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს ნომინანტთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

მამარდამ გამოკითხვაში გრეგორ კობელს (შვეიცარია), რონვენ უილიამსსა (სამხრეთ აფრიკა) და დიოგუ კოშტას (პორტუგალია) აჯობა.

წლის საუკეთესო გოლკიპერად ზედიზედ მეორედ დასახელდა ემილიანო მარტინესი, რომელმაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება შეძლო.

2024 წლის 10 საუკეთესო მეკარე:

  1. ემილიანო მარტინესი

  2. უნაი სიმონი

  3. ანდრეი ლუნინი

  4. ჯანლუიჯი დონარუმა

  5. მაიკ მენიო

  6. იან ზომერი

  7. გიორგი მამარდაშვილი

  8. დიოგუ კოშტა

  9. რონვენ უილიამსი

  10. გრეგორ კობელი

სხვა სტატიები