Belive

"ცივი გონების პატრონი, ფეთქებადი, ფენომენალური" - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშზე?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი “ლივერპული” 4:1 დაამარცხა, 21 წლის ქართველმა ტალანტმა ჯოვანი სიმოენესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

მატჩის შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის თამაშს არაერთი ცნობადი საფეხბურთო ფიგურა გამოეხმაურა. ასევე, კვარაცხელიას დიდებული თამაშის შემფასებელი იტალიური მედიაც აღმოჩნდა, რომლის სხვადასხვა გამოცემებმაც კოეფიციენტს თან კომენტარიც დაურთეს.

Corriere dello Sport - 7.5: "ზიელინსკის კარგ თამაშს, მოპოვებულ და გატანილ პენალტს კვარაცხელიას დიდებული თამაში ემატება, რომელმაც ალექსანდრ-არნოლდს ღია კარის დღე მოუწყო, შემდეგ ჯო გომესსაც გასცდა და შემდეგ ჯოვანი სიმეონესთვის გოლი გამოიგონა. ბრავისიმო. ამ ახალგაზრდისთვის ეს მხოლოდ სადებიუტო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე".

Gazzetta dello Sport - 8: "ალექსანდრ-არნოლდი დაჩაგრა და გამორჩეული ინდივიდუალური ოსტატობით მოგვხიბლა. მოგესალმებით ჩემპიონ ფეხბურთელთა რიგებში. ბრწყინვალე მომავლის მქონე ბიჭი".

Il Mattino - 7.5: "შთაგონებული, შემქმნელი და ფანტაზიორი, ყინულივით ცივი გონების პატრონი. ურტყამს უშეცდომოდ, თუმცა ამჯერად ვირჯილ ვან დაიკმა არ გაატანინა. ყინულოვანი გონება - მან არ იცის რა არის ემოცია. იგი ისე სცდება მეტოქეებს თითქოს მაგიდის ფეხბურთს თამაშობდეს".

AreaNapoli.it - 8.5: "თავისუფალ სივრცეში ის შეუჩერებელია, თუმცა ვიწრო არეალშიც კი ძნელია მისი შეჩერება. გოლები, პასები, გადამწყვეტი ეპიზოდების დასრულების უნარი, ფეთქებადობა და გიჟური გადაწყვეტილებები. მართლაც ფენომენალური მოთამაშეა, მას უკვე ასე გაგრძელება მოეთხოვება".

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 10 აგვისტოს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები