წითელი ბარათი დებიუტიდან 3 წუთში | სლავიას ფეხბურთელის ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი ანტირეკორდი დამყარდა. პრაღის სლავიას ფეხბურთელს, მიკულაშ კონეცნის, ევროტურნირზე საშინელი დებიუტი ჰქონდა.
სლავიასა და ლანსის შეხვედრაში, კონეცნი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე შევიდა და სულ რაღაც 3 წუთსა და 34 წამში წითელი ბარათი მიიღო - ეს ტურნირის ისტორიაში დებიუტანტისთვის ყველაზე სწრაფი გაძევებაა.
წინა ანტირეკორდი ლივერპულის ახალგაზრდა მცველს, ამარა ნალოს ეკუთვნოდა, რომელიც 2025 წლის 29 იანვარს, პსვ ეინდჰოვენთნა თავის სადებიუტო მატჩში, 3 წუთსა და 44 წამში გააძევეს.
სლავიასა და ლანსის შეხვედრა ფრანგული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. სტუმრებმა ორი გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს.
‼️ RÉCORD HISTÓRICO ‼️
— MisterChip (Alexis) (@2010MisterChip) September 10, 2026
Mikuláš Konecny (Slavia de Praga) ha durado 3 minutos y 34 segundos sobre el campo en su debut en la Champions League: entró tras el descanso y vio la roja, vía VAR, en el 48'34". Es la expulsión más rápida de un debutante en TODA la historia de la… pic.twitter.com/oLLB2NfGqn