Belive

წიტაიშვილს მწვრთნელი შეეცვლება | გრანადამ აბასკალი გაათავისუფლა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"გრანადას საფეხბურთო კლუბი წყვეტს კონტრაქტს, რომელიც მას მწვრთნელ გილერმო აბასკალთან აკავშირებდა" - ნათქვამია "გრანადას" მოკლე განცხადებაში, რომელიც მათი "მალაგასთან" თამაშის შემდეგ გამოქვეყნდა.

სევილიელი მწვრთნელი, გილერმო აბასკალი, გრანადაში ამ ზაფხულს მივიდა, მას ესპანეთში მწვრთნელობის გამოცდილება თითქმის არ ჰქონია და სათავეში ჩაუდგას გუნდს, რომელიც მეორე ლიგაში წინა სეზონის შედეგებით დაქვეითდა. გავლილ 6 ტურში გრანადამ მხოლოდ 1 გამარრჯვების მოპოვება მოახერხა, გუნდს ბოლო 3 შეხვედრიდან სამივე ფრედ აქვს ნათამაშები, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა აბასკალის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

გიორგი წიტაიშვილმა გრანადას შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა, ერთი შეხვედრა მხოლოდ იმიტომ გამოტოვა, რომ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის თამაშებზე იყო გამოძახებული.

უახლოეს დღეებში გრანადა ახალ მწვრთნელს დანიშნავს, რომელიც გუნდის მიმართულების შეცვლას შეეცდება. მიზანი პირველ დივიზიონში დაწინაურებაა. გუნდს ახლა 6 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები