წახალისება ტუხელს - მსოფლიო ჩემპიონობის შემთხვევაში სოლიდურ ბონუსს მიიღებს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს ტომას ტუხელია.
ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებში საქმიანობას 2025 წლიდან შეუდგება და გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უხელმძღვანელებს, წარმატების შემთხვევაში კი, შესაბამისად, გუნდს მუნდიალზეც წარუძღვება.
ტუხელმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ პერიოდის განმავლობაში, გერმანელი მწვრთნელი 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, თუ ტუხელი ინგლისის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება, 51 წლის გერმანელი თავკაცი ბონუსის სახით 3.6 მილიონ ევროს მიიღებს.