Belive

წაგებული ფინალების შემდეგ ფლამენგომ ფელიპე ლუისი გაათავისუფლა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელი ფელიპე ლუისი ფლამენგოს მთავარი მწვრთნელი აღარ არის, კლუბმა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 40 წლის ლუისი კლუბის მთავარ გუნდში 2024 წელს დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, მას ფლამენგოში წარმატებული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელობამ მას ბოლო 2 ფინალის წაგება არ აპატია.

ფელიპე ლუისი ბრაზილიის სუპერთასის ფინალსა და კონმებოლ რეკოპას ფინალში დამარცხდა.

კლუბის განცხადება:

ფლამენგო აცხადებს, რომ დღეიდან ფელიპე ლუისი აღარ იქნება კლუბის მთავარი მწვრთნელი, მასთან ერთად გუნდს დატოვებს სამწვრთნელო შტაბის 2 წევრი.

ფლამენგო მადლობას უხდის ყოფილ მოთამაშესა და მწვრთნელ ფელიპე ლუისს ყველაფრისთვის, რასაც გუნდმა მიაღწია ამ მოგზაურობის განმავლობაში. კლუბი მას წარმატებებს უსურვებს თავის პროფესიონალურ კარიერაში. - ფლამენგოს განცხადება

შეგახსენებთ, რომ წაგებული ფინალების გარდა ფელიპე ლუისმა მთავარი მწვრთნელის რანგში ფლამენგოს არაერთი ტიტული მოაგებინა. მისი მონაგარი კი ასეთია: ბრაზილიის თასი, კარიოკას თასი, ბრაზილიის ჩემპიონატი, სუპერთასი, ლიბერტადორესის თასი, ამერიკის დერბის და კოპა ჩელენჯერის ტიტული მოიგო. ასევე ფლამენგომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში იასპარეზა, სადაც პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ლუისმა პროფესიონალური კარიერა სწორედ ფლამენგოში დაასრულა, რის შემდეგაც ამავე გუნდში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, 23/24 წლების სეზონში U17-სა და U20-ს წვრთნიდა, ხოლო 2024-წლიდან ფლამენგოს მთავარ გუნდში დაიწყო მუშაობა. 20-წლამდელებთან ერთად კი საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.