Belive

მორიგი ტიტული, მორიგი რეკორდი | პეპ გვარდიოლა EFL თასის ყველა დროის რეკორდსმენია

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

22 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალის ფინალური დაპირისპირება შედგა.

მატჩი ქალაქელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, სადაც მანჩესტერელებებმა ნიკო ო'რაილის დუბლით გაიმარჯვეს და სეზონში პირველ ტიტულს დაეუფლნენ, არსენალი კი უტიტულო სვლას განაგრძობს, თუმცა მთავარ მიზნად, კვლავ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა რჩება.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა მანჩესტერ სიტიმ კი ეს ტიტული ისტორიაში მეცხრედ მოიგო, პეპ გვარდიოლას ეპოქაში კი ამ ტიტულის მოგება მეხუთედ შეძლეს. სწორედ ამ მიღწევით, პეპ გვარდიოლა EFL თასის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ამ ტიტულის ერთ კლუბთან ერთად მოგება მეხუთედ შეძლო.

აქამდე მსგავსი ფაქტი EFL თასის ისტორიაში არასოდეს მომხდარა, შეჯიბრი კი 1961 წლიდან ტარდება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, არსენალი კი ასპარეზობას განაგრძობს და 1/4-ფინალში მათი მეტოქე სპორტინგი იქნება.

გარდა ჩემპიონთა ლიგისა, არსენალს მთავარი ფოკუსი პრემიერ ლიგაზე აქვს გასწორებული, რომელსაც კლუბი 9 ქულით იგებს, თუმცა სიტიზე 1 მატჩით მეტი აქვთ ნათამაშები.

პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ სიტისა და არსენალის დაპირისპირება 19 აპრილს, 'ეტიჰადზე' შედგება.

სხვა სტატიები