ტროსტ-ეკონგი აფრიკის ერთა თასის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2024 წლის აფრიკის ერთა თასი კოტ-დ'ივუარის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ დაპირისპირებაში, ტურნირის მასპინძლებმა ნიგერია 2:1 დაამარცხეს და აფრიკული ფეხბურთის უპრესტიჟულეს ჯილდოს დაეუფლნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ერთა თასი კოტ-დ'ივუარის გამარჯვებით დასრულდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიგერიელი უილიამ ტროსტ-ეკონგი დასახელდა. ტროსტ-ეკონგმა ტურნირზე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლის გატანა შეძლო და ნიგერიისთვის ფინალის საგზურის მოპოვებაში ლომის წილი დაიდო.
🇳🇬 William Troost-Ekong, voted as AFCON best player after playing every minute of every game and scoring 4 goals.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 13, 2024
There’s concrete possibility to move to Saudi Pro League in the summer as interest is real and strong, as revealed last week. pic.twitter.com/zFvOm1kNy1