Belive

TROP FORT FRATM - კვარამ ლივერპულთან მატჩის გმირი 'ნეაპოლურად' შეაქო

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე თანაგუნდელიდან, ვინც ჯიჯო დონარუმას გმირობისთვის 'კომპლიმენტები' სოციალურ ქსელში მიუძღვნა. ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპულთან" განმეორებით მატჩში, იტალიელი მეკარე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"პსჟ"-მა ენფილდზე შეხვედრა 0:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დონარუმამ კურტის ჯონსისა და დარვინ ნუნიესის თერთმეტმეტრიანები მოიგერია.

"Magnifique" იყო ფრაზა, რომელიც ჯიჯომ პსჟ-ის ენფილდზე ტრიუმფის აღსაწერად ინსტაგრამის პოსტში გამოიყენა, პოსტმა დიდი გამოხმაურება მიიღო მეგობრების, თანაგუნდელებისა და მხარდამჭერებისგან - ხვიჩამ დონარუმას შესაქებად 'ნეაპოლური' ენა გამოიყენა - trop fort fratm (ძალიან მაგარი ხარ, ძმაო). აღსანიშნავია, რომ დონარუმა სწორედ ნეაპოლის შემადგენლობაში მყოფ პატარა მუნიციპალიტეტშია დაბადებული, ამიტომ მისთვის ეს ენა (ან დიალექტი) მშობლიურია. პსჟ-ში გადასვლის წინ კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პირველი საუბარი ახალი კლუბის შესახებ სწორედ დონარუმასთან ჰქონდა, როგორც ჩანს, ფეხბურთელებს შორის, განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოყალიბდა.

View this post on Instagram

A post shared by GIANLUIGI DONNARUMMA (@donnarumma)

სხვა სტატიები