ტრიუმფის შემდეგ: სადიო მანე სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს
აფრიკის თასის 2025 წლის გათამაშების დრამატული ფინიშით მოგებისა და ქვეყნისთვის უკვე ორჯერ მოპოვებული კონტინენტის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის შემდეგ, სადიო მანემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
სენეგალური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, მაროკოსთან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი დასკვნითი სანაკრებო ტურნირი იქნება, რომელშიც მიიღებს ის მონაწილეობას.
"ვეცდები, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო, შემდეგ კი საერთაშორისო ფეხბურთიდან წავალ. საუდის არაბეთის ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი და ძლიერია, ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა", - ამბობს სადიო მანე.
ალ-ნასრის 33 წლის ფეხბურთელმა სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასი ორჯერ მოიგო, რაც ისტორიული წარმატებაა, აქამდე ამ ქვეყანას აღნიშნული ჯილდო მოგებული არ ჰქონდა. სენეგალს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან შეხვედრა ელოდება, მესამე მეტოქე კი პლეიოფის გზით გაირკვევა, რომელშიც ბოლივია, ერაყი და სურინამი მიიღებენ მონაწილეობას.
სადიო მანე სენეგალის ნაკრების ისტორიაში, 53 გოლით, საუკეთესო ბომბარდირია, 126 მატჩით კი, იდრისა გეიეს შემდეგ, მეორე ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი მოთამაშე.