Belive

ტრინკაუ: "მესისთან ყოველდღე კოცნით მისალმება მიწევდა"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიჭიერი ნახევარმცველი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, 2020 წელს მშობლიური "ბრაგადან" ბარსელონაში გადავიდა, მას ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოუხდა ვარჯიში და თამაში, როგორებიც ლეო მესი და ლუის სუარესი არიან. 25 წლის ფეხბურთელი იხსენებს, რომ თავდაპირველად საკმაოდ რთულ სიტუაციას შეეჩეხა, რაც მისთვის უცნაური იყო და დრო დასჭირდა ამას შეგუებოდა.

თავიდან ძალიან უცნაური იყო - არგენტინასა და ურუგვაიში, ყოველი შეხვედრის დროს, ადამიანები ბევრს კოცნიან ერთმანეთს, ყოველდღე, როცა ვარჯიშზე მივდიოდი მესისთან კოცნით მისალმება მიწევდა, ამ გარემოებას მერე შევეჩვიე, მაგრამ პირველ კვირაში რთული იყო.

მოედანზე მესი ძალიან მშვიდი იყო. ის უფრო მეტი მაგალითს გვაძლევდა, ვიდრე გვესაუბრებოდა. გვეხმარებოდა მოედანზე გადაადგილების მიმართულებებში, მის ნათქვამს ყოველთვის ვასრულებდით, რადგან გამუდმებით სიმართლეს ამბობდა. - განაცხადა ტინკაუმ Relevo-სთან ინტერვიუში

ტრინკაუმ თავის სადებიუტო სეზონში, "ბარსას" შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შემდეგ იჯარით გაუშვეს ჯერ "ვულვზში" და შემდეგ "სპორტინგში", ბოლოს კი პორტუგალიაში გრძელვადიანი კონტრაქტით დაბრუნდა.

სხვა სტატიები