ტრიბუნიდან გადაღებული ლუის ჩავესის შედევრი
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ C ჯგუფში ბოლო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნული მატჩები ყველა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აქ წყდებოდა, თუ ვინ ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში.
იმისათვის, რომ მექსიკა პლეი-ოფში გასულიყო, საუდის არაბეთის ნაკრები სამბურთიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან მარტინოს გაწვრთნილი გუნდი 52-ე წუთისთვის, უკვე ორი ბურთით იგებდა.
მეორე გოლის ავტორი ლუის ჩავესი გახდა, რომელმაც არაჩვეულებრივი საჯარიმო დარტყმა შემოგვთავაზა.
მექსიკელთა სამხწუხაროდ, მათმა ნაკრებმა მესამეს გატანა ვერ შეძლო, მეტიც, მათ 95-ე წუთზე მოწინააღმდეგისგან გოლი მიიღეს. შესაბამისად, C ჯგუფიდან პლეი-ოფში არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებები გავიდნენ.