Belive

Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით რონალდუს ფასი 15 მილიონი ევროა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა საუდის არაბეთის პრო ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

ვებგვერდის მონაცემებით, ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს, სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევრომდე დაეცა.

პორტუგალიელი არაბეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილს ტალისკასთან ერთად იყოფს (ბენზემას კონტრაქტი ოფიციალურად არ გაუფორმებია).

ბოლო მონაცემებთან შედარებით (2022 წლის სექტემბერი), კრიშტიანუს ფასმა 5 მილიონი ევროთი დაიკლო.

გასულ სეზონში რონალდუმ ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები