Belive

რონალდუ, რუნი და გიულერი - თურქი თინეიჯერი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპი დასრულებულია და ჩვენ უკვე ვიცით საუკეთესო 8 კლუბი, რომლებიც 1/4-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

1/8-ფინალური ეტაპი თურქეთისა და ავსტრიის მატჩით დასრულდა, სადაც თურქებმა მინი-სენსაცია დაატრიალეს და ფავორიტი ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშეს. უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც თურქეთის ნაკრებს, ასევე თითოეულ ფეხბურთელს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდათ.

განსაკუთრებულად კარგები თურქეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი - არდა გიულერი და ძალიან გამოცდილი მცველი - მერიჰ დემირალი იყვნენ. მერიჰ დემირალმა დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში სულ მეოთხე მცველი გახდა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.

არდა გიულერმა კი დიდი ისტორიის წერა დაიწყო და იგი გახდა ევროპის ჩემპიონატის მესამე თინეიჯერი ფეხბურთელი, უიეინ რუნისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც თინეიჯერობაში ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუმ და უეინ რუნიმ ამ ისტორიული სტატისტიკის დაფიქსირება 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეძლეს, ეს რეკორდი კი არდა გიულერმა EURO2024-ზე გაიმეორა.

5 ივლისამდე შესვენება იქნება, 1/4-ფინალური ეტაპი კი სტარტს სწორედ 5 ივლისს საოცარი დაპირისპირებებით აიღებს.

თურქეთის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები