ტრაბზონსპორმა სალაჰის გულშემატკივრებსა და ეგვიპტელ ხალხს მიმართა
ტრაბზონსპორმა, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერის დასრულების შემდეგ, ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც გუნდის, ასევე პერსონალურად სალაჰის გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ეგვიპტიდან, მადლობა გადაუხადა. თურქულმა კლუბმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელი ვარსკვლავის ტრანსფერს, გულშემატკივრების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ძალიან მადლიერნი ვართ ჩვენი კლუბის მისამართით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, განსაკუთრებით ეგვიპტიდან, გამოგზავნილი შეტყობინებების, მილოცვისა და კეთილი სურვილების გამო. დღეს სიხარულითა და სიამაყით ვხედავთ, რომ ეს ერთსულოვნება ტრაბზონიდან კაირომდე, ალექსანდრიიდან ლონდონამდე და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ჩვენთვის, ფეხბურთი ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სპორტი და ორ გუნდს შორის თამაში. ხანდახან, ის საერთო გრძნობაა, რომელიც ერთმანეთთან ქალაქებსა და კულტურებს აკავშირებს და ათასობით კილომეტრით დაშორებულ მანძილსაც კი აქრობს.
ტრაბზონისთვის, ფეხბურთი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს მართლაც უნიკალური სპორტული ქალაქია. თავად ტრაბზონსპორი კი ამ ქალაქის გულისცემაა. ყველას, ვისაც ტრაბზონსპორის უნიკალური ატმოსფეროს გამოცდა სურს, მოვუწოდებთ, რომ ეწვიოს ამ ქალაქს და ჩვენ სტადიონს - "პაპარა პარკს". მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლისთვის, ჩვენი ქალაქისა და სტადიონის კარი მუდამ ღიაა. - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში
🇹🇷| Mohamed Salah’ın Trabzonspor’umuza katılmasıyla birlikte, başta Mısır olmak üzere dünyanın dört bir yanından kulübümüze ulaşan sayısız mesaj, tebrik ve güzel dilek için teşekkür ediyoruz.
— Trabzonspor (@Trabzonspor) August 10, 2026
Bugün; Trabzon’dan Kahire’ye, İskenderiye’den Londra’ya, dünyanın farklı şehirlerinde… pic.twitter.com/9ymgiXTkOK
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელმა, თურქულ კლუბთან, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეგვიპტელი ფარაონის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.