Belive

ტოტი ბლაზისთან დაშორებაზე: ,,სწორედ მაშინ, როცა ჩემი ცოლი ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ის აქ არ იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,რომას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ, ყოფილ მეუღლესთან, ილარი ბლაზისთან, 20-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორების მიზეზებზე ისაუბრა:

,,ის ფაქტი, თითქოს, მას პირველად მე ვუღალატე, სიმართლე არ არის. ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი განსხვავებული ჭორი წავიკითხე, ზოგიერთმა მათგანმა ჩემს შვილებს ზიანი მიაყენა. საკმარისია...

ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გავხდი. შემდეგ მამაჩემი კორონავირუსით გარდაიცვალა. და სწორედ მაშინ, როცა ჩემი ცოლი ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ის აქ არ იყო. მინუსები მეც მაქვს, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. გასული წლის სექტემბერში ჭორები გაჩნდა, რომ ილარის საყვარელი ჰყავდა. მის მობილურში წავიკითხე შეტყობინება: ,,მოდი, სასტუმროში შევხვდეთ.''

მან ჩემი საათების კოლექცია წაიღო და ცდილობს, რომ ყველაფერი დაისაკუთროს. მაგრამ, მე ბავშვების დაცვაზე ვარ ორიენტირებული, ისინი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ,'' - განაცხადა ტოტიმ.

ტოტი და ილარი ბლაზი 2005 წელს დაქორწინდნენ. ყოფილ წყვილს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაშორდა, სამი შვილი ჰყავს.

სხვა სტატიები