ტოტენჰემის წყევლა გრძელდება - გუნდს ფინალამდე 3 მთავარი ფეხბურთელი დაემტვრა
21 მაისს, ბასკეთი, კერძოდ კი "სან მამესის" სტადიონი, ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ინგლისური დაპირისპირება შედგება.
ევროპა ლიგის ტიტულისთვის პრემიერ ლიგის 2 გუნდი, მანჩესტერი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. ეს ფინალი კიდევ იმით არის ძალიან საინტერესო, რომ ისინი პრემიერ ლიგაში გვერდიგვერდ, მე-16 და მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ლონდონელთა ბანაკში, რადგან მატჩამდე 6 დღით ადრე, კლუბს 3 ძირითადის ფეხბურთელი - ჯეიმს მედისონი, დეიან კულიშევსკი და ლუკას ბერგვალი გამოაკლდნენ.
სამწუხაროდ, ვერცერთი მათგანი ფინალში თამაშს ვერ შეძლებს - მეტიც, მათი სეზონი ოფიციალურად დასრულდა.
Tottenham will be without their three best midfielders for the Europa League final. 🤕
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) May 15, 2025
James Maddison, Lucas Bergvall and Dejan Kulusevski have all been ruled out for the rest of the season. ❌ pic.twitter.com/KgltCQfgF4
დეიან კულუშევსკიმ პრემიერ ლიგის ბოლო ტურში კრისტალ პალასის წინააღმდეგ მუხლი დაიზიანა, ჯეიმს მედისონმა 1/2-ფინალური მატჩში, "ბოდო გლიმტთან" მუხლის მყესი დაიზიანა და 3-თვე იუქმებს, ხოლო ბერგვაილი კი კოჭის არეში მძიმედ დაზიანდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
ასე და ამგვარად, უტიტულო ტოტენჰემის საქმე კიდევ უფრო მძიმდება და კიდევ უფრო რეალური ხდება ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ისინი კვლავ უტიტულოდ დარჩებიან.