Belive

ოფიციალურად | რაფინია ვერც ნორვეგიასთან ითამაშებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო შტაბს ანერვიულების მიზეზი ნამდვილად აქვთ. ჰაიტისთან გამართულ მატჩში, სადაც „სელესაოს“ შემტევი დაშავდა და მოედნიდან ნაადრევად შეცვალეს, რაფინიამ ბარძაყის პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმა ძალიან სერიოზული არ იყო, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნება მაინც დროში გაიწელებოდა. ბრაზილიელი ფორვარდი ვარჯიშის განახლებას 10-დან 15 დღემდე ვადაში უნდა დაეწყო, თუმცა ეს პერიოდიც როგორც ჩანს გახანგრძლივდა.

ახლა კი უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ „სელესაოს“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და შემტევი, რაფინია, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ 1/8-ფინალსაც გამოტოვებს.

ბრაზილიელი გულშემატკივრებისთვის ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ფეხბურთელის ტრავმა კატასტროფული არ აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილია ნორვეგიის ბარიერს გადალახავს და მეოთხედფინალში გავა, რაფინიას მოედანზე დაბრუნების დიდი შანსი იქნება.

სამედიცინო შტაბი ფეხბურთელის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი რეაბილიტაციის პროგრესის მიხედვით, უახლოეს დღეებში მიიღებს. მანამდე კი, ბრაზილიელთა სამწვრთნელო შტაბს ნორვეგიელთა დასამარცხებლად შეტევის ხაზში ალტერნატიული გზების ძებნა მოუწევს.

სხვა სტატიები