ტოტენჰემი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
13 ოქტომბერს, პრემიერ ლიგამ, სექტემბრის თვის ნომინაციების გამარჯვებულები გამოავლინა.
სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად - ჰეუნგ მინ სონი ("ტოტენჰემი") დასახელდა, რომელმაც სექტემბრის თვეში პრემიერ ლიგაში 6 გოლის გატანა შეძლო.
სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად კი "ტოტენჰემის" 58 წლის ბერძენი მწვრთნელი - ანგე პოსტეკოღლუ დასახელდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბერძენი მწვრთნელი თვის საუკეთესო თავკაცად ზედიზედ მეორედ დასახელდა.
Our Gaffer 🤝 pic.twitter.com/PYSHkLM7u3
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) October 13, 2023
ამ დაჯილდოების შემდეგ, "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა - კერძოდ კი, პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ზედიზედ 2 თვის განმავლობაში (აგვისტო-სექტემბერი), ორივე ნომინაციაში გამარჯვებული ერთი კლუბის ფეხბურთელი და მწვრთნელი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად - ჯეიმს მედისონი დასახელდა.
You're looking at the @PremierLeague's Manager and Players of the Month so far this season 🤩
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) October 13, 2023
COYS! 🤍 pic.twitter.com/wQrD7Lhech