Belive

ტორპედომ დავალიანება დაფარა - ქუთაისელები ახალ სეზონს ფინანსური ვალდებულების გარეშე ხვდებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის 2017 წლის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ახალ სეზონს ფინანსური დავალიანების გარეშე შეხვდება. ამის შესახებ, ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. "ტორპედო" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება! ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს" - წერს "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი. 2020 წლის სეზონში, ქუთაისურმა კლუბმა ეროვნულ ლიგაში გამოსვლა გასავარდნ ზონაში დაასრულა და ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში გამოსვლა მოუწია, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" დაამარცხა.

სხვა სტატიები