Belive

დავით მუჯირი: "კიკაჩეიშვილი წესების დაცვის გამო უნდა დაისაჯოს?! მსაჯები შეცდომებს ყოველთვის დაუშვებენ, ჩვენ ის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ტელეკომპანია იმედის გადაცემა "სპორტი იმედზეს" ეთერში, ეროვნულ ლიგაში, მსაჯების შეცდომების შესახებ ისაუბრა და კონკრეტულად, "დინამო თბილისისა და "საბურთალოს" შეხვედრასაც (4:3), შეეხო, რომელშიც "საბურთალოს" წარმომადგენლები, გოგა კიკაჩეიშვილის მიერ პენალტის დანიშვნაზე აპელირებდნენ. https://www.live.ge/other/tariel-khechikashvili-saburthaloshi-investitsiis-shetsqhvetas-apirebs/
"საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც სამსაჯო მიმართულებით პრობლემები დგას და ამის მოსაგვარებლად მსოფლიოში მილიარდებს ხარჯავენ, რაც ვიდეო რეფერის შექმნას გულისხმობს. თუმცა, მოდით ფაქტებით ვისაუბროთ: ჩვენი მსაჯთა ბრიგადები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არიან, ვისურვებდი - კლუბებიც იქ იყვნენ. გიორგი ყრუაშვილის მსაჯთა ბრიგადა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა მივლენილი. ასევე გვყავს დელეგატები და მსაჯთა დამკვირვებლები, რომლებიც მაღალ დონეზე მუშაობენ: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალზე გვყავდა წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, არის შეცდომები, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მსაჯის პრობლემებს განიხილავენ.  ვიდეო რეფერის სისტემაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. პანდემიის გამო 1 წელი დავკარგეთ, თუმცა, ვიდეო რეფერის რომ ეს ეპიზოდი განიხილა, პენალტს არ დადებდა. დისკუსიაში შესვლა ნამდვილად არ მინდა.თუმცა, ვისაც სურს, რომ ამ ეპიზოდში იყოს პენალტი, ის მაინც იტყვის, რომ არის პენალტი და ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებაც არ იქნება მისთვის მნიშვნელოვანი. წესის თანახმად, ეს არ არის პენალტი, სამწუხაროა, რომ ეს ოფიციალურმა პირებმა არ იციან. რომელიმე კლუბის სურვილის გამო, წესებს ვერ შევცვლით. ამაზე დისკუსია უნდა შეწყდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ შეცდომები ხდება და მოხდება ხვალაც და ზეგაც. შეცდომას ტრიბუნაზე მჯდომი გულშემატკივარი არ უშვებს, რადგან ის მოედანს სხვა კუთხით უყურებს. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მსაჯების შეცდომები მინიმუმადე დავიყვანოთ. ვცდილობთ, რომ ვიდეო რეფერი მალე დაინერგოს და შეცდომების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: კიევის "დინამოსა" და "გენტის" მატჩში, ვიდეო-რეფერიმაც პენალტი დადო, რის შემდეგაც საყვედური როგორც მოედანზე მყოფ მსაჯთა ბრიგადაას, ისე თავად VAR-ის წარმომადგენლებსაც გამოუცხადეს. ასე რომ, შეცდომები შესაძლოა ვიდეო რეფერის სისტემამაც დაუშვას. კიკაჩეიშვილი იმის გამო უნდა დაისაჯოს, რომ წესები დაიცვა?! არ არსებობს ჩემპიონატი, რომელშიც მსაჯი შეცდომებს არ უშვებს.  ჩვენ ვცდილობთ მსაჯებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ და ჩვენ არაფერს ვაკლებთ, მაგრამ მსაჯი ადამიანია და შესაძლოა შეცდომა დაუშვას. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოედანზეა, რაღაც დონის შეცდომას დაუშვებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიდეს", - თქვა დავით მუჯირმა.   https://www.live.ge/fexburti/zaza-dolidze-vphiqrob-es-tskhel-gulze-gakethebuli-gantskhadeba-iqho-klubebs-shoris-kargi-urthierthobaa-da-dartsmunebulebi-varth-ase-gagrdzeldeba/  
ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტური მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის ცხრილის სათავეში "დინამო ბათუმი" (11 ქულა) იმყოფება, სამეულში კი 10-10 ქულით, "დინამო თბილისი" და გორის "დილა" იმყოფებიან.

სხვა სტატიები