ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე: ,,მოტეხილობა არ აქვს''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ტორინოს'' მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, ,,ვერონასთან'' გამართული მატჩის შემდეგ, საბა საზონოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
საზონოვის ტრავმა? რენტგენი გადაუღეს და მოტეხილობა არ აქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები... - ივან იურიჩი
,,ტორინოსა'' და ,,ვერონას'' შორის სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში (0:0) საბა საზონოვმა ტურინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
ქართველმა მცველმა მოედანი 27-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა.