Belive

საუთჰემპტონის პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ივან იურიჩმა კლუბი დატოვა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივან იურიჩი "საუთჰემპტონს" ტოვებს, ინფორმაციას Sky Sports News ავრცელებს. ეს ამბავი გასაოცარია იმით, რომ მიმდინარე 31-ე ტურში აღნიშნული გუნდი პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად გავარდა, ჩემპიონშიპში კი "საუთჰემპტონს" ხორვატი მთავარი მწვრთნელი აღარ გადაყვება. ივან იურიჩი გუნდს სათავეში 23 დეკემბერს ჩაუდგა, დანიშვნიდან დღემდე 108 დღეა გასული, მას კი კლუბის დატოვება ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი.

49 წლის სპეციალისტმა "საუთჰემპტონში" 16 შეხვედრა ჩაატარა, აქედან თავისმა გაწვრთნილმა გუნდმა 13 წააგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 2 მოიგო, ასევე ინგლისურმა კლუბმა "ტოტენჰემთან" (3:1) მარცხის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა, ისტორიულად ასე ადრე პრემიერ ლიგიდან არავინ გავარდნილა.

ივან იურიჩი არასრულ 7 თვეში 3 გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, კონკრეტულად კი: 2024 წელს "ტორინო" დატოვა, იმავე წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე "რომაში" დაინიშნა და მხოლოდ 12 მატჩის განმავლობაში იმუშავა, დეკემბრიდან დღემდე კი "საუთჰემპტონის" თავკაცი გახლდათ.

სხვა სტატიები