Top 5 ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მესიმ რონალდუს გადაუსწრო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურში ,,პსჟ'' ,,სტრასბურს'' მესის გოლით ამარცხებს.
არგენტინელმა დღეს ტოპ 5 ლიგაში ჩატარებულ 577-ე შეხვედრაში 496-ე გოლი გაიტანა, რითაც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა (პორტუგალიელის ანგარიშზე 626 მატჩში 495 გოლია).
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.