ტონალის აგენტი: ,,ნიუკასლი სანდროსთვის იდეალური პროექტია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანდრო ტონალის აგენტმა, ჯუზეპე რიზომ, იტალიელი ფეხბურთელის ,,ნიუკასლში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,ეს შესანიშნავი გარიგებაა, ნიუკასლი ტონალისთვის იდეალური პროექტია. გუნდს სანდროს გადაბირება ნებისმიერ ფასად სურდა.
ტონალი ,,ნიუკასლის'' საკვანძო ფეხბურთელი გახდება. ეს გარიგება, ასევე, ,,მილანისა'' და ,,ბრეშას'' ფინანსებსაც წაადგება,'' - განაცხადა რიზომ.
,,მილანი'' სანდრო ტონალის სანაცვლოდ ,,ნიუკასლისგან'' 70 მილიონ ევრომდე მიიღებს.
23 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.