Belive

,,ტონალიმ წესი 50-ჯერ დაარღვია'' - ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასული წლის ოქტომბერში სანდრო ტონალი უკანონო ფსონების განთავსების გამო, 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გუშინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელს ბრალი 2023 წლის აგვისტოდან იმავე წლის ოქტომბრამდე, ფსონის 50-ჯერ განთავსებაში ედება:

სანდრო ტონალის ბრალი წაუყენეს არასათანადო ქცევასა და FA-ს ფსონების წესების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

ნიუკასლის ნახევარმცველმა 12 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით FA-ს E 8 წესი 50-ჯერ დააღვია. იტალიელს პასუხის გასაცემად ვადა 5 აპრილამდე აქვს.''

როგორც ინგლისელი ჟურნალისტი, ლუკ ედვარდსი წერს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მიიჩნევს, რომ ტონალისადმი მისჯილი 10-თვიანი დისკვალიფიკაცია საკმარისია და ახალ სასჯელს არ მოითხოვს.

FA-ს განცხადებას მალევე გამოეხმაურა ,,ნიუკასლი'', რომელმაც ნახევარმცველს მხარი დაუჭირა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები 18-თვიან დისკვალიფიკაციას მოიცავდა, რასაც 8 თვე მოაკლდა, რადგან ფეხბურთელი სპეციალურ თერაპიას გაივლის. ტონალი ფეხბურთში დაბრუნებას 2024 წლის 27 აგვისტოს შეძლებს

ამავე საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელი, ნიკოლო ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციითა და 12 500 ევროთი დაჯარიმდა.