Belive

ტომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან მუშაობას დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გასამართ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გააგრძელებს.

გერმანელმა ინგლისის ნაკრები 2025 წლის იანვარში ჩაიბარა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდული შედეგებით გაიყვანა: გუნდი დაუმარცხებლად გამოვიდა საკვალიფიკაციო ეტაპზე, გოლი არ გაუშვია და თავად 20 გაიტანა.

ტუხელთან ერთად, მისი გუნდის წევრებმა: ენტონი ბერიმ, ენრიკე ილარიომ, ნიკო მეიერმა და ჯეიმს მელბურნმა, ახალი კონტრაქტები 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ინგლისის ნაკრებთან მუშაობას ვაგრძელებ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მუშაობის ყოველი წუთი ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გაწვრთნას. ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ იამაყოს.

მარკისგან, ჩემი კოლეგებისგან ფეხბურთის ასოციაციაში და გულშემატკივრებისგან იმდენი მხარდაჭერა მივიღე, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მთხოვეს, გამეგრძელებინა ეს საოცნებო სამსახური. ევრო 2028 განსაკუთრებული ტურნირი იქნება და მწვრთნელს ყოველთვის გსურს საუკეთესოებთან კონკურენცია უმაღლეს სცენაზე“, - ამბობს ტომას ტუხელი

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას, განასა და პანამას შეხვდება.