Belive

თომას ტუხელი: "ვიცით, რომ ამ გუნდში ყველაფერი მესის გარშემო ტრიალებს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტომას ტუხელმა არგენტინასთან გასამართ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მან გუნდში მესის მნიშვნელობას და იმ სულისკვეთებას გაუსვა ხაზი, რომელიც მთლიანად ლეოს გარშემო ტრიალებს. ამაღამ ტუხელის და მისი გუნდის მთავარი მიზანი მოქმედი ჩემპიონების დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა იქნება.

ეს ბევრმა მწვრთნელმა და გუნდმა სცადა. ისეა თითქოს მას ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა, სხვა გამოსავალი. ჩვენ მზად ვართ, ვიცით რას ვუპირისპირდებით, ვიცით მისი ხარისხი. ვხედავ გუნდის იმ თავადებას, რომელსაც მესისთვის იჩენენ და იმასაც, რომ მის გამო ყველაფერს გააკეთებენ. მათ ბოლო ჩემპიონობის გამოცდილება აქვთ, მოქმედი გამარჯვებულები არიან. გუნდი თითქმის იგივეა და მოგვიწევს ტურნირიდან ჩემპიონები გამოვთიშოთ. ჩვენ მათი დამარცხება გვინდა - ეს არის მიზანი, ამისთვის ვემზადებით. - განაცხადა თომას ტუხელმა

ინგლისისა და არგენტინის შეხვედრა დღეს 23:00 საათზე გაიმართება. მათ შორის გამარჯვებული ფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები