Belive

ტომას ტუხელი: „ინგლისის ნაკრებს ევრო 2028-მდე არ დავტოვებ“

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტომას ტუხელი ევრო 2028-მდე ინგლისის ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს. გერმანელმა მწვრთნელმა სანაკრებო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც გარეთ საუდგეიტი შეცვალა. ტუხელის ხელმძღვანელობით, ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თებერვალში გერმანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, რითაც საკუთარ მომავალთან დაკავშირებული სპეკულაციები დაასრულა. ევროპის ჩემპიონატს ინგლისი საკუთარ ქვეყანაში უმასპინძლებს.

ტუხელი აღიარებს, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ყველა შესაძლებლობას განიხილავს. მათ შორის, ინგლისის ნაკრებში დარჩენასაც. ამასთან, ტუხელი ეროვნულ გუნდში არსებულ გარემოსაც განსაკუთრებით აფასებს. მისთვის, მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის ურთიერთნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ტუხელი ამ მხრივ, ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ბულინგემსა და საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელს, დენ ეშვორთს გამოყოფს.

კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ არის და არც წასვლას ვაპირებ. ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და მსურს, ევროპის ჩემპიონატამდე დავრჩე. ამ ტურნირში მონაწილეობა მინდა. ჩვენ საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი.

ჩემი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან მიყვარს. ხელმძღვანელები მენდობიან და მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას ძალიან ვაფასებ. ყველაფერი კარგად არის.

როცა მათ გვერდით არ ვარ, ჩემი მოთამაშეები ძალიან მენატრებიან. ძალიან მინდა, მათთან ერთად, ერთა ლიგა მოვიგო და ევროპის ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლო. - ტომას ტუხელი

სხვა სტატიები