ტომას ტუხელი: "ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ - იღბალმა ზურგი გვაქცია"
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტისთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში (0:3, 1:1 - 1:4) მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი თამაშის სტილით. ჩვენ ვითამაშეთ ევროპის ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან და მათ თავაწეულები დავუპირისპირდით. სეზონი გრძელდება და ახლა ბუნდესლიგის ტიტულზე ფიქრის დროა.
იყო სხვაობა თავდაჯერებულობასა და სათამაშო ფორმას შორის. ორივე მატჩში რამდენიმე გამოუყენებელი შანსის გამო დაგვსაჯეს. არა მგონია, ანგარიში ასახავდეს ამ დაპირისპირების რეალურ სურათს.
ვფიქრობ, დღეს კვლავ გვქონდა კარგი თამაში "სიტის" წინააღმდეგ, ისევე, როგორც მანჩესტერში, თუმცა იღბალი ჩვენს მხარეს არცერთ მომენტში არ ყოფილა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ნაჩვენები ფეხბურთით", - თქვა 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
"ბაიერნი", რომელიც ზედიზედ მესამე სეზონია, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეოთხედფინალურ ეტაპზე ეთიშება, გამოსვლას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს, რომელსაც 28 ტურის შემდეგ დაგროვებული 59 ქულით და უახლოეს მდევარ დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2-ქულიანი უპირატესობით ლდერობს.