გვარდიოლა: ,,მაბრაზებს, რომ ბოლო 5 წელიწადში დახარჯული ფულით პრემიერლიგაში მე-7 ვართ''
პეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე მანჩესტერ სიტის ტრანსფერების შესახებ ჰკითხეს. ესპანელმა სპეციალისტმა დასმულ შეკითხვას ნახევრად ხუმრობით უპასუხა:
,,ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ! ადრე ჩიკი (ბეგირისტაინი) იყო, ახლა უგოა (ვიანა)...
უბრალოდ, ცოტათი განაწყენებული ვარ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პრემიერლიგაში დახარჯული ფულით მე-7 ადგილზე ვართ... მინდა, რომ პირველები ვიყოთ! არ მესმის, რატომ არ ხარჯავს კლუბი მეტ ფულს. მათზე ცოტა გაბრაზებული ვარ.
თუმცა, როგორც ჩვენ ვიგებდით წარსულში, რადგან ბევრს ვხარჯავდით, ახლა ამ ექვსმა გუნდმა უნდა მოიგოს პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და თასი... ეს ფაქტებია და არა მოსაზრება.
შეგიძლიათ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ იმაზე თუ როგორ ვითამაშეთ ტოტენჰემის წინააღმდეგ, ამას დავეთანხმებით ან არა... მაგრამ, ეს ფაქტებია. წარმატებები იმ გუნდებს, რომლებსაც ბოლო 5 წელიწადში ჩვენზე მეტი სუფთა ხარჯი ჰქონდათ.'' - პეპ გვარდიოლა
თუ 2021-2022 წლების სეზონიდან დღემდე, ტრანსფერებში დახარჯულ და ტრანსფერებით მიღებულ თანხებს გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ მანჩესტერ სიტი 460 მილიონით პრემიერლიგაში მე-7 ადგილს იკავებს. ამ დროის განმავლობაში გვარდიოლას გუნდმა ტრანსფერებში 1,1 მილიარდი ევრო გადაიხადა, თუმცა ფეხბურთელების გაყიდვით 639 მილიონი მიიღო.
2021 წლიდან სიტიზე მეტი ფული მანჩესტერ იუნაიტედს, არსენალს, ჩელსის, ტოტენჰემს, ნიუკასლსა და ლივერპულს აქვთ დახარჯული.
Pep Guardiola: "I'm a little bit sad and upset because in net spend in the last five years #ManCity are seventh in the Premier League. I want to be first! I don't understand how the club don't spend more money. So I'm a little bit more grumpy with them!
— City Xtra (@City_Xtra) February 3, 2026
"But, with that position,…