Belive

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნის ისტორიული რეკორდის მფლობელი გახდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" "დარმშტადი" დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება თომას მიულერმა მოახერხა.

"რეკორდმაისტერის" 34 წლის ნახევარმცველმა პირადი რეკორდიც დაამყარა და გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ისტორიაში ჩაეწერა. კონკრეტულად, ის პირველი ფეხბურთელი გახდა ბავარიელთა შემადგენლობაში, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 15 სეზონის განმავლობაში შეძლო.

აქამდე, გუნდის რეკორდსმენები მეჰმედ შოლი, კლაუს აუგენტალერი და გერდ მიულერი იყვნენ, რომლებმაც გოლის გატანა მიჯრით 14 სეზონში შეძლეს, ახლა კი, თომას მიულერმა აღნიშნული მიღწევა გააუმჯობესა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ფეხბურთელი "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2009 წლიდან თამაშობს, რა დროშიც ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები