Belive

ტოდორ ნედელევი მომჯობინდა და ბულგარეთში დაბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში  ვერტმფრენით გაფრინდება. ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური Facebook გვერდი განხცადებას ავრცელებს:
ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ თბილისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გადაიყვანეს. დღეიდან ნახევარმცველი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თავად პროფესორი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, კმაყოფილია ბულგარელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებით, თუმცა მისი საავადმყოფოდან გაწერის კონკრეტული თარიღები არ დაასახელა“, – წერია ბულგარეთის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.
ასევე გამოქვეყნდა პროფესორი ინგოროყვას კომენტარი:
„ეს არის სერიოზული ოპერაცია და ამ ეტაპზე ვადებზე არ უნდა ვიჩქაროთ. მთავარია, ტოდორი იყოს მშვიდად და მაქსიმალურად გამოჯანმრთელების საშუალება მიეცეს“.
ბულგარელი ჟურნალისტი, მეთოდი შუმანოვი, Twitter-ზე წერს, რომ ტოდორი საამადმყოფოფში კიდევ 10 დღეს გაატარებს. 29 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ ვერტმფრენით გაფრინდება, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე თვითმფრინავით მგზავრობა არ შეიძლება.

სხვა სტატიები