Belive

თითქმის ორჯერ გაზრდილი ხელფასი - სიტი ჰოლანდისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტე სიტი'' ერლინგ ჰოლანდს მალე განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, ,,ქალაქელები'' ნორვეგიელ ფეხბურთელს თითქმის ორჯერ გაზრდილ ხელფასს, კვირაში 700 ათას ევროს გადაუხდიან.

ჰოლანდს ,,სიტისთან'' ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და კვირაში მისი ანაზღაურება 430 ათასი ევროა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მანჩესტერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები