"მანჩესტერ სიტის შესაძლოა 40-დან 60 ქულამდე ჩამოაკლდეს" - GOAL
პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მანჩესტერ სიტი 40-დან 60 ქულამდე დაკლების საშიშროების წინაშე დგას, ამის შესახებ ფეხბურთის ფინანსურმა ექსპერტმა კირან მაგუაიერმა ისაუბრა.
ავტორიტეტული სპორტული საიტი Goal ბრიტანელი ექსპერტის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც წერია, რომ მანჩესტერულ კლუბს ფინანსური წესების 115-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებენ, მაგრამ ბრალდებებს სიტი უარყოფს.
სიტის პოტენციურმა სანქციამ შესაძლოა გადააჭარბოს ნოტინგემ ფორესტისა და ევერტონის წინააღმდეგ 2024 წელს დაკისრებულ სანქციებს, მათ სამი წლის განმავლობაში ერთი დანაშაულისთვის 6 და 4 ქულიანი კლება ჰქონდათ წაყენებული. მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ბრალდებები კი 9-წლიან პერიოდს მოიცავს (2009-დან 2018-მდე), ამიტომ ქულების აღნიშნული რაოდენობით კლება ლოგიკურია. თუ ფორესტი და ევერტონი 4-ით ან 6 ქულით დააჯარიმეს ამ რიცხვებს 0 უნდა დავუმატოთ და 40-დან 60 ქულის კლება საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა.
მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ბრალდებებზე უკვე ხშირი საუბრები მიმდინარეობს, რის გამოც ეს ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება. - კირან მაგუაიერი - ფეხბურთის ფინანსური ექსპერტი
🚨 A logical punishment for Manchester City if they are found guilty of the 115 Financial Fair Play allegations would be a 40 to 60 point penalty in the Premier League. 🤯
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) February 25, 2026
(Source: @GOAL) pic.twitter.com/EqAnuxFAEV
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ცხრილში 56 ქულით მე-2 პოზიციაზეა (17 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი). დანაშაულის დამტკიცების და სანქციის ამოქმედების შემთხვევაში მანჩესტერ სიტი ავტომატურად გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება.
ბოლო 3 პოზიციაზე ეს გუნდები იმყოფებიან:
ვესტ ჰემი - 25 ქულა
ბარნლი - 19 ქულა
ვულვზი - 10 ქულა