Belive

ტიტეს მომავალი გარკვეულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ტიტე ნაკრებს დატოვებდა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ უარყო. საიტზე წერია, რომ ტიტე ნაკრებში დარჩება. 58 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2016 წელს გახდა. "სელესაოს" შემადგენლობაში მას საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა 41 მატჩი გამართეს, 32-ჯერ გაიმარჯვეს და 7-ჯერ ფრედ ითამაშეს. "პენტაკამპეონე" მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ბრაზილია კოპა ამერიკის ფინალშია, სადაც 7 ივლისს პერუს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ტიტეს კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება.

სხვა სტატიები