Belive

ნ'გოლო კანტემ ბელგიური კლუბი შეიძინა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ჭორები მართალი აღმოჩნდა. ნ'გოლო კანტეს ინტერესები "როიალ ექსელსიორ ვირტონის" მიმართ გამართლდა. ფრანგმა ნახევარმცველმა ბელგიური კლუბი ოფიციალურად შეიძინა.

2018 წელს 61 წლის ლუქსემბურგელმა ბიზნესმენმა ფლაციომ ბეკა აღნიშნული კლუბი შეიძინა და ყველა წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მოლოდინები არ გამართლდა. "ვირტონის" მეორე დივიზიონიდან გავარდა და პრობლემები გაცნდა გუნდის პროფესიონალურ ლიცენზიასთან დაკავშირებით. გასულ სეზონში გუნდმა ჩელენჯერ პრო ლიგაში მეთორმეტე ანუ ბოლო ადგილი დაიკავა და სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდა.

ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ბეკა კლუბის გაყიდვას აპირებდა. თუმცა, ყველა გაკვირვებული დაღცა, როცა "ვირტონით" საფრანგეთის ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე დაინტერესდა.

"ფეხბურთისადმი მისი გატაცებით, კანტეს კლუბის განვითარება, სტაბილური პერსონალის დანიშვნა და ფეხბურთელების მომზადების პროცესში ჩართვა სურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

სხვა სტატიები