Belive

ტიტე: ,,თუ ცეკვა მომიწევს, ვიცეკვებ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, გოლის აღნიშვნისას მისი ფეხბურთელების ცეკვაზე ისაუბრა:

,,ეს ჩემი პირადი ნაკრები არ არის, ეს ბრაზილიის ნაკრებია, რომელზეც, როგორც მწვრთნელს, ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს. ძალიან ვწუხვარ თუ ვინმემ ბრაზილიის ისტორია და კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი არ იცის, მათ სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

პატივს ვცემ კულტურასა და გუნდს, რომელშიც ვმუშაობ. ეს ბრაზილიური კულტურაა და სხვას არაფერი აკლდება. ეს ჩვენი ცხოვრების წესია. და თუ ცეკვა მომიწევს, ვიცეკვებ, ოღონდ, ჯერ მეტი უნდა ვივარჯიშო,'' - ტიტეს სიტყვებს Globo ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილია ხორვატიას შეხვდება, მატჩი ხვალ, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები