ტიტე: ,,მწვრთნელს, რომელიც ნეიმარს ფლანგზე ათამაშებს, ვირს ვეძახი''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნეიმარი გამოსავალია და არა პრობლემა. ხანდახან ამბობენ, რომ ის ცენტრში თამაშისას უფრო ბევრ შეცდომას უშვებს. მას გადამწყვეტი როლი მაშინ აქვს, როცა შემოქმედებითად თამაშობს. მწვრთნელს, რომელიც ნეიმარს ფლანგზე აყენებს, ვირს ვეძახი. ეს ასეთი ფეხბურთელის კრეატიულობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. კრეატიულობა კი მუდმივი არ არის და გარემოებებზეა დამოკიდებული. დიახ ის უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, რადგან პოზიცია, რომელზეც მას ვათამაშებ, შემოქმედებითობას მოითხოვს,'' - განაცხადა ტიტემ.ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სელესაოს'' მაისურით ჩატარებულ 119 შეხვედრაში 74 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.