Belive

ნეიმარმა დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ნეიმარს, კარიერის ყველაზე რთული მეტოქის დასახელება სთხოვეს:

,,კაილ უოლკერი! ის სწრაფი, ძლიერი და ჭკვიანია!” - ბრაზილიელის სიტყვებს DAZN-ი ციტირებს.

ნეიმარი და უოლკერი ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვდნენ. ოთხივე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა.

მათ შორის ბოლო შეხვედრა გასულ სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, შედგა და ,,სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:1 დასრულდა.

უოლკერი მანჩესტერულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ინგლისელმა მცველმა გასულ სეზონში ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები