Belive

ტიტე: "ხორვატიასთან ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 9 დეკემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩები აიღებს სტარტს.

1/4-ფინალურ მატჩებს ხორვატია – ბრაზილიის მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბრაზილიიე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ტიტემ, მოახლოვებულ 1/4-ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"„ჩვენ ბევრი კარგი სხვადასხვა უნარი გვაქვს და კარგი გუნდი ვართ. წარმატების მისაღწევად დაჟინებულები ვართ. მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა გაიმეორონ ის, რაც აქამდე გააკეთეს. ვინც უკეთესი იქნება, უფრო შორს წავა.

მათ კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ: მოდრიჩი, კოვაჩიჩი და ბროზოვიჩი ძალიან გამოცდილები არიან, მათ ასევე დიდი გამოცდილება აქვთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რაც უნდა დავაფასოთ. რაც შეეხება რიტმს, გვსურს გოლის სწრაფად გატანა, რათა შემდეგ გამარჯვება გაგვიადვილდეს“.

ტიტემ ასევე ბრაზილიის ნაკრების გოლის აღნიშვნებზე ისაუბრა.

"ეს კულტურის ნაწილია და იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს პატივს არ ვცემთ. ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ფეხბურთელებთან გარკვეულ კავშირს ვგრძნობ. ჩემი ბიჭები გოლის აღნიშვნის დროს მხიარულობენ და ისინი ამით ბედნიერები არიან, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ფეხბურთელები არიან".

სხვა სტატიები