Belive

ტირანას მწვრთნელი: "გარკვეულწილად პოზიტიური მატჩი გამოვიდა, გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" ალბანური "ტირანას" წინააღმდეგ სტუმრად ფრედ - 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ კომენტარი გააკეთა.

"მიმაჩნია, რომ გარკევულწილად პოზიტიური მატჩი გამოვიდა, რადგან შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, გუნდმა ფიზიკური კარგი მომზადების საფუძველზე, ბოლო წუთებში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

გვინდოდა უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით, მეტოქე ცენტრში ბურთის დასაჭერად მიგვეშვა, შემდეგ კი საპასუხო შეტევით წინ გავსულიყავით. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად კარგად გავაკეთეთ.

გუნდი იმსახურებს კომპლიმენტებს იმისთვის, რომ არ დანებდა და დაჟინებით გაგრძელება ბრძოლა ანგარიშის გასათანაბრებლად.

მიხარია, რომ სათადარიგოთა სკამზე მყოფმა მოთამაშეებმა გასახდელში ჩემი ნათქვამი გაითვალისწინეს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, ვინც სკამზე ზის, ვიდრე ის, ვინც თამაშს თავიდანვე იწყებს.

შემადგენლობაში სავარაუდოდ ცვლილებები იქნება, გვექნება მატჩის და საკუთარი თავის ანალიზი და იმის მიხედვით, თუ რა ვნახეთ პირველ მატჩში, ვითამაშებთ მეორე შეხვედრაში", - თქვა "ტირანას" მწვრთნელმა.

"დინამო ბათუმისა" და "ტირანას" მატჩი 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები